აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის გასვლითი ღონისძიება მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

„მინისტრის აპარატის პროექტი „სოციალიზაციის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“, ითვალისიწინებდა არაფორმალურ გარემოში შემეცნებით და სახალისო აქტივობებს აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების, 15-17 წლის ასაკის ორმოცამდე მოზარდის, მონაწილეობით.

შეხვედრისას ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე ლექცია-ტრენინგი ჩაატარა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ამჟამად თავდაცვის პოლკოვნიკმა როზმან ლოლაძემ.

აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება, მშვიდობასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების მხარდაჭერა.

ღონისძიება მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა