რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე თურქეთის ელჩსა და საელჩოს რელიგიის ატაშეს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, ქაზიმ ქართალი და თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის ატაშე საქართველოში, მაჰმუთ გოლი.

„ზაზა ვაშაყმაძემ ახლად დანიშნულ რელიგიის ატაშეს მოუთხრო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოქალაქეების რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. თავმჯდომარის თქმით, სააგენტო ნაყოფიერად თანამშრომლობს მუსლიმ თემთან. მან ასევე, დადებითად შეაფასა ყოფილ ატაშესთან, აჰმედ ერდემთან თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ ანალოგიური ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.

თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის ატაშემ საქართველოში, მაჰმუთ გოლიმ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის და რელიგიის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ზაზა ვაშაყმაძე ვიზიტით თურქეთში დაპატიჟა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?