ლევან ხაბეიშვილი - დასავლეთი ფიქრობს, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, ასეც არის და შემდგარი ფაქტია, თუმცა ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს

დასავლეთი ფიქრობს, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება და კი, ეს ასეც არის, შემდგარი ფაქტია, თუმცა ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც The Guardian-ის სტატიას ეხმაურება.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საბოტაჟირებს კანდიდატის სტატუსს.

„ნაციონალური მოძრაობა ლობირებს კანდიდატის სტატუსს მიუხედავად იმისა, რომ რუსული მთავრობა გვყავს. ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და რამდენიმე დღის წინ ავსტრიის ელჩთან გვქონდა პირადად შეხვედრა და იქაც დავაფიქსირე, რომ უმნიშვნელოვანესია ქართველმა ხალხმა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რუსი ივანიშვილის გამო, რუსული ხელისუფლების გამო, ქართველი ხალხი იქნებ არ დაისაჯოს, მაგრამ მესმის რეალობა, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება იგივე ფრენებზე, ლავროვების, პუტინების ვოიაჟებზე, სანქციებთან დაკავშირებით და მესმის, რომ დასავლეთი ფიქრობს, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება და კი, ეს ასეც არის, შემდგარი ფაქტია, თუმცა ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან ლობირებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საბოტაჟირებს კანდიდატის სტატუსს და როგორც კი განხილვები მოვა, მაშინვე, ან მიხეილ სააკაშვილს უმძიმებენ მდგომარეობას, ან გვარამიას დააკავებენ, ან რუსეთთან აღადგენენ ფრენებს და ა.შ.“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ