ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთებზე „თიბისი“ და Visa მომხმარებელს ფასდაკლებებს სთავაზობენ

ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთებზე „თიბისი“ და Visa მომხმარებელს ფასდაკლებებს სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

როგორც „თიბისი“ აღნიშნავს, 1-ელ ოქტომბერს ქართველ მსმენელს დაუვიწყარი გამოცდილება ელოდება - ბრუნო მარსი „Starring Georgia-ს“ ფარგლებში თბილისში კონცერტს გამართავს.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

ბრუნო მარსის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან „თიბისი“ და VISA.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება. ბილეთების შეძენისას, tkt.ge-ზე და Super App-ში „თიბისის“ ყველა Visa ბარათზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო კონცეპტის Visa ბარათზე - 30% -იანი ფასდაკლება Orbit კატეგორიის ბილეთებზე. სხვა სივრცეების ბილეთებზე, კონცეპტის Visa ბარათით ყიდვისას გავრცელდება 20 %-იანი ფასდაკლება.

მოსწავლის და სტუდენტური ბარათით გადახდისას იმოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება, რომელიც 5000 star ring კატეგორიის ბილეთზე გავრცელდება.

„ბრუნო მარსი 15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტი-ინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ გამოსვლისთანავე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა.

სტუდიური მუშაობის პარალელურად, ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო.

ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, მუსიკოსი არც საცეკვაო მუსიკის ტენდენციებს ივიწყებდა.

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა