ფინანსთა სამინისტრო - საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მორიგი სამთავრობო მოლაპარაკებები დაიწყო

ქალაქ ბერლინში გაიხსნა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მორიგი სამთავრობო მოლაპარაკებები, რომელზეც მხარეები მიმოიხილავენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობასა და პარტნიორობის ახალ, დაგეგმილ მიმართულებებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოლაპარაკებები გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა, სვენია შულცემ.

„მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების ოქმს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო