„ნაციონალური მოძრაობის", ,,დროას" და  ,,გირჩი-მეტი თავისუფლებას" წევრების სასამართლო პროცესი 25 ივლისს გაგრძელდება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ,,დროას" და ,,გირჩი-მეტი თავისუფლებას" წევრების სასამართლო პროცესი 25 ივლისს გაგრძელდება.

პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა შსს კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გამოკითხვას, რა დროსაც სხდომათა დარბაზიდან აქტივისტი ნიკა ნარსია გააძევეს.

14 პირს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ისინი 20 მაისს ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის