ძლიერი წვიმის გამო დიღომში საავტომობილო გზა დაიტბორა.
ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ. გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალებში ჩანს, უხვი რაოდენობის წყალი, რომელიც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოედინება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის, 112-ზე შეტყობინება შესული არ არის.
ფოტოს სოციალურ ქსელში ,,ჩემი ქალაქი მკლავს'' ავრცელებს.