ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთზე, ღამის საათებში, გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტრის (კმ17-კმ27) მონაკვეთზე, 21 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, დაგეგმილია პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარება. სამუშაოები, ძირითადად, ღამის საათებში - 00:00-დან 07:00 საათამდე ჩატარდება.

ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთზე, გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარზე გაჩენილია მრავლობითი ბზარები, აღინიშნება დეფორმაციები, ხშირია ორმოების გაჩენის შემთხვევები, რის გამოც გზაზე გადაადგილება არაკომფორტულია.

დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და გზაზე უსაფრთხო და კომფორტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად, ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. აღდგება გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარის ფენა, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, განთავსდება მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებები, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა, მოეწყობა ახალი მიმმართველი ბოძკინტები და სხვა.

პირველ ეტაპზე, სამუშაოების ჩატარდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მარჯვენა მიმართულებაზე.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის გზით მოსარგებლეებს შეზღუდული მოძრაობით გამოწვეული დისკომფორტისათვის.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება