შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფებისა და სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 500-მდე მოსწავლეს შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბავშვობის ასაკში ქორწინება და საზიანო პრაქტიკები, არსებული გამოწვევები, ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულებისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები.

„ასევე, მოსწავლეებთან ყურადღება გამახვილდა ამ კატეგორიის დანაშაულების აღმოფხვრის თვალსაზრისით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიციისადმი მომართვის გზებსა და საშუალებებზე.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განთავსდა საინფორმაციო ხასიათის პოსტერები. პოსტერებზე ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პოლიციისადმი მომართვის გზებზე მოსწავლეებისთვის საჭირო ინფორმაციაა დატანილი.

კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ მეოთხე წელია იმართება. მისი მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში