ნინო თანდილაშვილმა ბერლინში გამართულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბერლინში გამართულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა.

სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, რასაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოში მხარს უჭერს და ასევე ის სფეროები რომლებიც მომავალში იქნება თანამშრომლობის საგანი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნინო თანდილაშვილმა გერმანულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიები და სატყეო მმართველობაა, მადლობა გადაუხადა.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა გერმანული მხარის თანამშრომლობის მნიშვნელობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქალაქ ბათუმის მერი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის