ირაკლი კობახიძე - რაც შეეხება სააკაშვილის 600-დღიან ფარსს მისი 600-ჯერ გარდაცვალების შესახებ, დადასტურდა, რომ ის მართლაც ფარსია და არავითარ სასწაულთან არ ჰქონდა საქმე

რაც შეეხება სააკაშვილის 600-დღიან ფარსს მისი 600-ჯერ გარდაცვალების შესახებ, დადასტურდა, რომ ის მართლაც ფარსია და არავითარ სასწაულთან არ ჰქონდა საქმე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩადენილი დანაშაულის პიარული ნაბიჯებით გადაფარვა შეუძლებელია.

„რაც შეეხება სააკაშვილის 600 დღიან ფარსს მისი 600-ჯერ გარდაცვალების შესახებ, დადასტურდა, რომ ის არის მართლაც ფარსი და არავითარ სასწაულთან არ ჰქონდა საქმე. რაც შეეხება ბრალდებებს და სასჯელებს, რომელიც მას აქვს შეფარდებული, 2 საქმეზე აქვს სასჯელი შეფარდებული და ორივე დანაშაული ჩადენილია საზოგადოების თვალწინ. ეს იყო დეპუტატ ვალერი გელაშვილის წამება და გირგვლიანის საქმეზე მკვლელების შეწყალება. ორივე დანაშაულის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია. კიდევ 2-3 საქმეა და აქაც ყველამ იცის, რასთან გვაქვს შეხება, როდესაც ის უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, როდესაც მან სასტიკი მეთოდებით უკანონოდ დაარბია შეკრება 7 ნოემბერს, „იმედი“ მიიტაცა, კონკრეტული დანაშაულია, რაზეც ყველას აქვს ინფორმაცია. ამ ყველაფრის გადაფარვა პიარული ნაბიჯებით შეუძლებელია. არ მინდა დეტალებში შევიდე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება