ირაკლი ლექვინაძე დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, სააგენტოს მიერ მომზადებული ინიციატივები, კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიღწეული შედეგები განიხილეს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება, ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულება არის პროცესები, რომელთა ირგვლივაც უწყება დღეს აქტიურად მუშაობს.

„საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერა, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე, სააგენტოს საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი პროექტების, ინიციატივების განხორციელება და ადგილობრივ დონეზე - კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება, ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულების დაწყება არის ის სიახლეებია, რომლითაც ჩვენი უწყება დღეს აქტიურ რეჟიმში საქმიანობს. დაწყებული რეფორმების პროცესი გრძელდება, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

„შეხვედრა დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც პრეზენტაციები წარადგინეს ეკა ლეონიძემ USAID/HICD წარმომადგენელმა, TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ და ლილე მესხმა, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მენეჯერმა.

2014 წლიდან დღემდე, EBRD-ის, USAID-ის, ევროკავშირის, TWINNING-ის პროექტის და GIZ-ის მხარდაჭერით კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: კონკურენციის საერთაშორისო ქსელი; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონული ცენტრი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია; ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია; ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის; აშშ-ის ფედერალური ვაჭრობის კომისია; სოფიას კონკურენციის ფორუმი და ა.შ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება