ტარიელ მიქაცაძე - დღეს, 16:00 საათზე, ხალხის მაქსიმალური რაოდენობა გვჭირდება, რადგან პარლამენტის შენობიდან დავიწყოთ მშვიდობიანი მსვლელობა „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისისკენ

დღეს, 16:00 საათზე, ხალხის მაქსიმალური რაოდენობა გვჭირდება, რადგან პარლამენტის შენობიდან დავიწყოთ ჩვენი მშვიდობიანი მსვლელობა „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისისკენ, - ამის შესახებ ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაღაროელები მზად არიან შეთანხმებისთვის, თუმცა კომპანიის მხრიდან ამ დრომდე შემოთავაზება არ ყოფილა.

„დღეს, 16:00 საათზე, ხალხის მაქსიმალური რაოდენობა გვჭირდება, რადგან პარლამენტის შენობიდან დავიწყოთ ჩვენი მშვიდობიანი მსვლელობა „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისისკენ. ოფისთან გავაკეთებთ საჭირო განცხადებებს, იქ მომუშავე პერსონალი რომ საქმის კურსში იყვნენ და კომფორტულად არ იყვნენ, იცოდნენ, რომ ჩვენ ჭიათურიდან აქ ჩამოვედით. ამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით პარლამენტთან და 18:00 საათზე დაიწყება ჩვენი მასშტაბური აქცია. კიდევ ერთხელ ავუხსნით ხალხს ჩვენს ტკივილს.

არის ხალხის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს შემოაღწიოს ჩვენს რიგებში და მიკროფონი ხელში ჩაიგდოს და გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომელიც გადაგვიყვანს პოლიტიკურში. ჩვენ არ გვაინტერესებს არც ერთი მხარე, ჩვენ ჩვენი ტკივილით ჩამოვედით და ჩვენს ტკივილზე ვსაუბრობთ, ამიტომ არ გვცალია პოლიტიკისთვის“, - განაცხადა მაღაროელმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის