CIU-ს ზაფხულის სკოლაში მიღებას აცხადებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ზაფხულის სკოლაში აცხადებს მიღებას თემაზე: „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“.

კავკასიის უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს.

სკოლის განხორციელების პერიოდია 3-8 ივლისი, ხოლო რეგისტრაციის ბოლო ვადა - 25 ივნისი.

ლექციები ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მის: თბილისი, ჩარგლის ქ. 73.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/jt2T

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს