საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით შემუშავებულ თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა, კარლო კოპალიანმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა მოაწერეს.

სტუ-ის კანცლერის კარლო კოპალიანის განცხადებით, უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის განახლებული მემორანდუმის გაფორმების მიზანი სტუდენტების პროფესიული მომზადებისთვის ხელშეწყობა და სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებაა. ასევე, პრიორიტეტულია სტუდენტების, კურსდამთავრებულების დახმარება დასაქმების ან სტაჟირების მიმართულებით, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

„მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და დასაქმების ხელშეწყობის ეროვნული სააგენტო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების უზრუნველსაყოფად ერთობლივ აქტივობებს განახორციელებს. სააგენტოს შუამავლობით მოხდება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო პოტენციურ დამსაქმებლებთან. მხარეები ვალდებულებას ვიღებთ სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვუზრუნველყოთ, რათა მათ ისარგებლონ პროფესიული მომზადების, გადამზადების, სტაჟირების პროგრამებით. მემორანდუმით გათვალისწინებული თითოეული პუნქტი ხელს შეუწყობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც სტუდენტებისათვის პროფესიულ კარიერაში წინსვლის გარანტიაა. მინდა მადლობა გადავუხადო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

სტუ-ს ცნობით, ღონისძიებას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი გიორგი აბრამიშვილი, ამავე დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე და სტუდენტები, ასევე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, ესწრებოდნენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის