ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - იმერეთის „გემო ფესტს“ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში, ქუთაისში „გემო ფესტზე“ მსოფლიოს წამყვანი გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Thrilist-ის, Lonely Planet-ის, Sourced Journeys-ის, Matador-ისა და სხვა მედია პლატფორმების ჟურნალისტები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ.

„თქვენი ქვეყანა ულამაზესია. ხალხი, ბუნება, სამზარეულო - ეს შესანიშნავი სინთეზია. კერძები მართლაც უნიკალური გაქვთ. მოხიბლული ვარ საქართველოთი, რადგან ბევრის თქმა შემიძლია ამ ქვეყანაზე“,- განაცხადა ტურის მონაწილე იოლანდა ევანსიმ, რომელიც სტატიებს Washington Post-ის, Arch Digest-ის, Food&Wine-ისა და სხვა გამოცემებისთვის ამზადებს.

რიგით მესამე „გემო ფესტზე“ იმერეთის 17 ობიექტი მონაწილეობდა.

„გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებმა როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები წარადგინეს.

ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები „გემო ფესტის“, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმისა და ღვინის შესახებ სტატიებს ამზადებენ.

უცხოელი ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ თბილისში, სიღნაღში, ყვარელში, მცხეთაში, უფლისციხეში, მარტვილში. მედიის წარმომადგენლებმა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ჩაის პლანტაციები დაათვალიერეს.

პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა