კინოცენტრის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - სახელოვნებო სფეროს  წარმომადგენლები დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიმდებარედ საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია 20 ივნისის 18:00 საათამდე კინემატოგრაფებს შეხვდეს და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაესაუბროს.

სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფები რამდენიმე დღეა კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, კობა ხუბუნიას დანიშვნასა და მის მიერ ცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები დირექტორის კონკურსის გზით არჩევას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას და ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ცნობისთვის, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის