ნინო ვარდოსანიძე სამისამართო საკითხებში საერთაშორისო ექსპერტს  ფრენკ ჰაუგანს შეხვდა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტის წარმომადგენლებს და სამისამართო საკითხებში საერთაშორისო ექსპერტს ფრენკ ჰაუგანს შეხვდა.

საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ და ქუჩების სახელდების პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ნინო ვარდოსანიძემ ფრენკ ჰაუგანს კომისიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ უცხოური გამოცდილების გაზიარება საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად ძალიან მნიშვნელოვანია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ბახიამ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი ქვეყნის სამისამართე სისტემაში ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად შესატან ცვლილებებზე მსჯელობა და ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

ფრენკ ჰაუგანი დაინტერესდა, თუ რა წესით ხელმძღვანელობს თბილისის საკრებულო ქუჩების დამისამართების, შენობებზე აბრების გაკვრის და ნუმერაციის მინიჭებისას და როგორ ხდება ამ ყველაფრის რეესტრის წარმოება.

თბილისის საკრებულოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია შეხვედრების დაგეგმვა, სადაც ქუჩების სახელდებისა და დამისამართების საერთო პოლიტიკა განისაზღვრება და ერთიანი კონცეფცია ჩამოყალიბდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის