19 ივნისს, გია აბესაძის ქუჩაზე, ტაილანდის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სამი არასრულწლოვანი დაესხა თავს.
ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი დაეცა და გონება დაკარგა. მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება.