გიორგი ამილახვარმა ლანჟოუს უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ლანჟოუს უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ჩუნ-ჰუა იანი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს და ლანჟოუს უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

“აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ლანჟოუს უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშია წარმოდგენილი. სამომავლოდ, სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება ლანჟოუს უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვადასხვა წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება.

ლანჟოუს უნივერსიტეტი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება, კონფუცის ინსტიტუტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო