გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ, პარლამენტის წევრთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპაუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად წყალარინების ქსელის გამოცვლა კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს. მიწისქვეშა სამუშაოები, რომელიც საკანალიზაციო სისტემის განახლებას ითვალისწინებს, თამარაშვილის N3-7-9-ს ტერიტორიაზე ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ვაკის რაიონში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

„პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ტერიტორიაზე იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

სამივე მისამართზე წყალარინების განახლების ღირებულება, დაახლოებით 200 000 ლარს შეადგენს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს