საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ლუიზ ჰოლშერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის სფეროები.
“მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში გერმანიის მთავრობის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და გამოთქვეს იმედი, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.