პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქცია - „არა რუსულ მთავრობას - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა" მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობის უკან აქცია სახელწოდებით „არა რუსულ მთავრობას - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა" მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მთავრობის ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მათივე თქმით, აქციები მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.

"აქ მოვედით ლაზარეს მხარდასაჭერად. თავისუფლება ლაზარეს, თავისუფლება საქართველოს. ეს რუსული მთავრობა უნდა შეიცვალოს. უნდა ვიაქტიუროთ, უნდა გამოვიდეთ აქციებზე.

ჩვენი მოთხოვნაა - თავისუფლება ლაზარეს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ნიკას, თავისუფლება გმირებს.

ჩვენი აქციები გაგრძელდება, ჩვენი აქციები არის უწყვეტი, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე", - განაცხადა აქციის მონაწილე სოფო კემულარიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა