ლევან ხაბეიშვილი - Edison Research-ის კვლევა არის დასტური, რომ რუსული ოცნება დამარცხებულია

საქართველოს მოსახლეობას მიაჩნია, რომ მთავარი ევროპული პარტია არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ადასტურებს დღევანდელი კვლევა, რომ პარტია ძლიერდება და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არის მთავარი ძალა, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ყოველ ჯერზე, ყველა გამოკითხვა, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი პროდასავლური - პროევროპული პარტია.

„საქართველოს მოსახლეობას, ხალხს მიაჩნია, რომ მთავარი ევროპული პარტია არის "ნაციონალური მოძრაობა". დღევანდელი კვლევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძლიერდება, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსული რეჟიმის, ივანიშვილის, პუტინისტების და სამშობლოს მოღალატეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მნიშვნელოვანია და ობიექტურად გვიხარია სხვა პროდასავლური პარტიების გარკვეული შედეგი, რასაც მივესალმებით. მეტიც, უმნიშვნელოვანესია გარკვეული ერთობები შექმნან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და კიდევ უფრო გაძლიერდნენ.

ჩვენ ძლიერი, მთავარი პარტია ვართ და ცხადია ჩვენის მხრივ ვფიქრობთ გაძლიერებაზე, რასაც უპირობოდ მოვახერხებთ. უახლოესი თვეების განმავლობაში ენმ-ს გაძლიერების, მატების პროცესს საზოგადოება თავად ნახავს.

ეს კვლევა არის დასტური, რომ რუსული ოცნება დამარცხებულია. ახლა მთავარია სწორი სტრატეგია, სამიზნის გასწორება და ივანიშვილის და მისი პუტინისტური პარტიისგან მხოლოდ სახელიღა დარჩება“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო