პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიაში,   პროფკავშირების კონფედერაციის კონგრესზე იმყოფება

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიაში, ოფიციალური ვიზიტით, პროფკავშირების კონფედერაციის (OGB) მე-20 ფედერალურ კონგრესზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში პეტრიაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

„ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა კონგრესის საერთაშორისო მონაწილეები Hofburg-ის სასახლეში მიიწვია.

ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ირაკლი პეტრიაშვილთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს და აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის წარმატებისთვის აუცილებელი და ძალზედ მნიშვნელოვანია მშრომელთა უფლებების დაცვა და გაძლიერება. რომ ევროპის წარმატების ფორმულა, სწორად გამართულ მოლაპარაკებებში, სოციალურ დიალოგსა და პროფკავშირებსა და დამსაქმებლებთან დიალოგშია, ისევე როგორც, უალტერნატივოა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტები.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს ავსტრიის ევროპარლამენტის წევრებმაც. ისინი საქართველოს ივლისში ეწვევიან და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთანაც გამართავენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება