20 ივნისს, გლდანის რაიონში, მონადირის ქ. N36-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მილი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ცნობით, მათი ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 20 ივნისს 22:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 20 ივნისს 22:00 საათიდან, 21 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანში: ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, ხანძთის, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, გამარჯვების ქუჩებს; ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, გობრონიძის, ჩიქოვანის, გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის ქუჩებს ჩიხებით და შესახვევებით. მუხიანის I და II მიკრო რაიონებს, III და IVა მიკრო რაიონების ნაწილს, ზღვის უბნის II მიკრო რაიონის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.
სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დემეტრე თავდადებულის ქუჩებს;
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.