გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 ივნისს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო. ხოლო 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ქსოვრისი, მუხრანი, ვარდისუბანი, ოძისი, მჭადიჯვარი, ილტოზა, ბაქაქურები.

კომპანიის ცნობით, 12:45-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით გაეთიშებათ აბონენტებს ზაჰესის და მუხათგვერდის ტერიტორიაზე.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა