ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და პოლონეთის სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით „დაძმობილების პროექტის“ დახურვის ცერემონია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და პოლონეთის სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით „დაძმობილების პროექტის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს, მიზნად საქართველოს სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებსა და დებულებებთან მიახლოებასა და საქართველოს რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების მხარდაჭერას ემსახურება.

„დაძმობილების პროექტის“ ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები ქართველ პარტნიორებს ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ეხმარებიან.

პროექტი, რომელიც 2021 წლის მარტში დაიწყო საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დახურვის ცერემონიაზე მხარეებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ისაუბრეს იმ ჩარჩო დოკუმენტებზე, რომელიც საქართველოს სარკინიგზო სექტორს ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებაში დაეხმარება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა