დავით ნარმანიამ ლიეტუველ კოლეგებს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ლიეტუვას რესპუბლიკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული საბჭოს მიწვევით, ქალაქ ვილნიუსში გამართულ ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი და პერსპექტივები გააცნო.

„შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაციის, ტარიფების რეგულირების, ქსელთან მიერთებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და ლიეტუვის მაგალითებზე.

დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს და პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება