ვახტანგ გომელაური - 2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს  სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კიბერუსაფრთხოებას, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს განუყოფელ ნაწილს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად მუშაობენ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

„ჩვენ გვყავს უწყებები, რომლებსაც მანდატით აქვთ განსაზღვრული სახელმწიფო რესურსების თუ ეკონომიკის სექტორების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თითოეული უწყება სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად მუშაობს კიბერ უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ.

2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი, რაშიც ქართულ მხარესთან ერთად ინტენსიურად არიან ჩართულები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები,“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი პროგრამების ფარგლებში საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

გამორჩეულია გაერთიანებული სამეფო-საქართველოს კიბერთანამშრომლობის პროგრამა რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს სხვადასხვა უწყებებს შესაძლებლობების განვითარებაში.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკულ მხარესთან და ვიღებთ როგორც ტექნიკურ, ისე ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირთან თანამშრომლობა სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, რომლითაც ძლიერდება საქართველოს უწყებების შესაძლებლობები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას