პრემიერი - ჩვენი შეფასებით, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში შეგვეძლო - 11 რეკომენდაცია შევასრულეთ, რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება

ჩვენ ჩვენი შეფასებით, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში შეგვეძლო - 11 რეკომენდაცია შევასრულეთ. რაც შეეხება მე-12 რეკომენდაციას - პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის საბოტაჟი მოახდინა.

„ჩვენ ჩვენი შეფასებით, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში შეგვეძლო. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულად, ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას, პრინციპულად არ მიიღეს მონაწილეობა არც ერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი. ამაზე უნდა დაუსვათ კითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებს, უფრო სწორად, თქვენი გუნდის წევრებს. თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციას. თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხი, რატომ ახდენდნენ ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება