ჯუანშერ ბურჭულაძე ვაზიანში აეროპორტის მშენებლობაზე - არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება

არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე - სამხედრო ბაზაზე ვამბობთ თუ არა უარს - მინისტრმა უპასუხა, რომ არა.

„რაც კი ეს საკითხი წამოიჭრა იმ დღიდან ჩართულები ვართ - უწყება, კომპეტენტური ქვედანაყოფები, ასევე უწყების ხელმძღვანელობა და ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. არც ერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფართო ჯგუფის ფორმატში განგვეხილა ეს საკითხი“, - განახადა მინისტრმა.

ის ასევე გამოეხმაურა შეფასებებს აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის პოლარიზაციის საწყისი.

„რას ნიშნავს მოღალატეობრივი?! ზოგადად ამ ტერმინს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. ჩვენის მხრივ იგივე იქნება ახლა, ვთქვა, რომ მოღალატეობრივი პოზიციაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკის წინსვლას ჩვენი ოპოზიცია ცდილობს ხელი შეუშალოს. არანაირი რისკი არ წარმოიქმნება არც სწავლებებისთვის და არც ბაზისთვის. არანაირი საფრთხე ბაზის ფუნქციონირებას და სწავლებას არ ექნება“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო