თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისის მასშტაბით უკანონო მშენებლობებს აპროტესტებენ.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები, წარწერით: „არა დიღმის დაბეტონებას", „მარიჯანის 6 ითხოვს შველას, ვინგრევით და ვუგუდებით", „სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა", „ბატონო კახი დაგვიბრუნე სიონის სტადიონი, შეასრულე შენი ნათქვამი სიტყვა" და ა.შ.

მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებლის, გიორგი ჯაფარიძის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრა და მისგან უკუკავშირის მიღებაა.

„აქ 6 უბნის გაერთიანებული აქცია მიმდინარეობს. 5 უბანი მშენებლობას აპროტესტებს, რომლის მშენებლობაც საკუთარი სახლის წინ მიმდინარეობს, ხოლო ერთი უბანი ფონიჭალაა, სადაც ფეროს ქარხნისა და სხვადასხვა ქარხნების მშენებლობაზეა საუბარი. ეს უბნებია: მუხიანი, ზალდასტანიშვილების ქუჩა, მარიჯანის ქუჩა, ტვერელი, სადაც ეკლესიაა ჩაბეტონებილი, დიღმის მასივი და ფონიჭალა. მთავარი მოთხოვნა ქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრა და მისგან უკუკავშირის მიღებაა",- განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟიც.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა