დავით ნარმანია ლიეტუვაში ნეტო-აღრიცხვის გამოცდილებას გაეცნო

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ნეტო-აღრიცხვის რეგულირებისა და ენერგიის დამგროვებლების მუშაობის პრინციპს გაეცნო. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ მზის ელექტროსადგურები, ჰიდრომააკუმულირებელი და გათხევადებული გაზის ტერმინალი და კოგენერაციის სადგური დაათვალიერა.

დავით ნარმანიას თქმით, სემეკის მიზანია მაქსიმალურად შეეწყოს ხელი საქართველოში განახლებადი ენერგიების გამოყენებას.

„ნეტო-აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი მოხმარებისთვის გამოიმუშაონ ელექტროენერგია და ჭარბად გამომუშავებული ენერგია გამანაწილებელი კომპანიის ქსელს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მიაწოდონ. მოგეხსენებათ, სემეკის ინიციატივით, საქართველოში ნეტო-აღრიცხვის სისტემა 2016 წელს დაინერგა და დღეს უკვე ქსელში ჩართული მიკროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 43 მეგავატს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია სრულად ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, უფრო მეტი ხელმისაწვდომობისათვის ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და ამ კუთხით, ლიეტუვის გამოცდილება საკმაოდ საინტერესოა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის ცნობითვე, „ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია, ელექტროენერგია განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით გამოიმუშაოს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს