ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე. ასევე, იმსჯელეს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის ფორმატსა და მიმართულებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში