ჯაბა სამუშიამ ლანძოუს უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ლანძოუს უნივერსიტეტის (ჩინეთი) პრეზიდენტს იან ჩუნჰუასა და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თსუ-ს რექტორმა უცხოელ კოლეგებს უნივერსიტეტისა და ქვეყნის ისტორია გააცნო და გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის გაღრმავების.

„ჩვენს უნივერსიტეტში დიდ ყურადღებას ვუთმობთ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ენების შესწავლას, ჩვენთან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სინოლოგიის პროგრამა მოქმედებს, რომლის სტუდენტებიც ჩინეთის საელჩოს დახმარებით გაცვლითი პროგრამებით სარგებლობენ. თუმცა ჩვენ გვაქვს სურვილი ეს თანამშრომლობა გაძლიერდეს განსაკუთრებით გაცვლითი პროგრამების სახით, რათა კიდევ უფრო მეტ სტუდენტს, პროფესორსა და მკვლევარს მიეცეს შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების საშუალებით გაიღრმაოს ცოდნა,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს რექტორს მასპინძლობისთვის. ლანძოუს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა იან ჩუნჰუასმა თსუ-სა და მის რექტორს მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება