„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დეკლარაციაში 6 უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი და მისი და მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დავით იოსებაშვილი დეკლარაციაში 6 უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს იოსებაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი და მისი და მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება.

იოსებაშვილსა და მის მეუღლეს, ნანა კეჩხუაშვილს ეკუთვნით 6 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე - 40.0 კვ.მ (საკუთრება)

ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე - 95.50 კვ.მ (საკუთრება)

ბინა გორში, ნადირაძის ქუჩაზე - 71.90 კვ.მ (საკუთრება)

მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 13,033 კვ.. (საკუთრება)

მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 4,047 კვ.მ. (თანასაკუთრება)

მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 2,097 კვ.მ. (თანასაკუთრება)

დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ-ია. იოსებაშვილი სსიპ-ის თავმჯდომარის პოზიციაზე, 2021 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე ის სამი წლის განმავლობაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს იოსებაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“,-აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის