CIU-ში უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო პროგრამა იწყება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგი - „ბაზისური გულ-ფილტვის რეანიმაცია“ იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო პროგრამა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მედკოსთა საერთაშორისო ასოციცია მედუ-ს პარტნიორობით ხორციელდება.

„პროგრამის მიზანია, ექიმებს შეასწავლოს ეფექტური გულ-ფილტვის რეანიმაციის მნიშვნელობა და განხორციელების ტექნიკა, სიცოცხლის გადარჩენის საწყისი საფეხურების განხორციელება დახვეწილი რეანიმაციული ღონისძიებების დაწყებამდე, მაღალი ხარისხის გულ-ფილტვის რეანიმაცია, რაც წარმოადგენს დახვეწილი რეანიმაციის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს და რომლის გარეშე კეთილსაიმედო გამოსავალის მიღწევა შეუძლებელია.

სასწავლო პროგრამა განსაზღვრულია ლიცენზირებული ექიმებისთვის.

სპეციალობა - შინაგანი მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია, პედიატრია

კურსის დაწყება დამოკიდებულია ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობაზე (ერთდროულად შესაძლებელია 10 – 12 მსმენელის დასწრება)

კურსის ღირებულება -190 ლარი

ხანგრძლივობა - 6 საათი

ტრენერი - ირინა წირქვაძე - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი

პროგრამის კოორდინატორი -ქეთევან ტაბუცაძე

მისამართი: ქალაქი თბილისი, ჩარგლი ქუჩა N73

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს", -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს