დედაქალაქის მერიის შენობასთან აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა შემდეგი საპროტესტო აქციებიც დააანონსეს.
მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებლის, გიორგი ჯაფარიძის განცხადებით, შემდეგი აქციის თარიღი წინასწარ ცნობილი არ იქნება.
„ნებისმიერ შემდეგ ქმედებაზე, რაც ადგილზე მოხდება, პასუხისმგებლობა ქალაქ თბილისის მერს და მის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძე დაეკისრება. შემდეგი ნაბიჯები მშვიდობიანი აღარ იქნება - გზები გადაიკეტება და ნებისმიერ დაპირისპირებაზე, რაც მშენებლობის ადგილზე ხდება, პასუხისმგებლობა თბილისის მერიას დაეკისრება", - განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.