ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ, თეონა აქუბარდიამ და თამარ კორძაიამ გამართეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები ქართულ კულტურასა და მუსიკაში რუსულ გავლენას გაზრდის.

„პროექტი არის ევროპული სტანდარტების და ევროდირექტივების საწინააღმდეგო და ხელს შეუწყობს რუსული „რაოს“, ანუ რუსეთის ავტორთა გაერთიანების ინტერესების გაძლიერებას და რუსული ფულის შემოტანას ქართულ კულტურასა და მუსიკაში“, - აცხადებს კორძაია.

კიდევ ერთი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეს არის რუსეთის მცდელობა ქართული სახელოვნებო სფერო დაიმორჩილოს.

„ეს არის რუსული ფულის ჩადება საქართველოში, რუსეთის მცდელობა დაიმორჩილოს დაიმორჩილოს ჩვენი სახელოვნებო სფერო, რაც შეიძლება მეტო ფული წავიდეს რუსეთში და მეტი ფული შემოვიდეს რუსეთიდან. დიდი იმედი მაქვს ოპოზიცია ერთიანი იქნება ამ საკითხზე, ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფო წესით შეჩერდეს მისი განხილვა. როცა არ გაუვიდათ ერთი მთავარი რუსული კანონის მიღება, ახლა ცდილობენ ყველა სფერო სათითაოდ დაიმორჩილონ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

თეონა აქუბარდიას თქმით, კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

„სპეციალისტები, რომლებიც ამ სფეროში არიან უწოდებენ ამ კანონს ინტელექტის ოკუპაციას. ყველამ იცის, რომ რუსული სამყარო თავის გავლენებს ახორციელებს კულტურის სფეროში და მიმდინარეობს უკვე ოკუპაცია ინტელექტის მიმართულებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული მეთოდებით ახორციელებს ბრძოლას და ამის ნაწილია ესეც“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება