შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის 26-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის (ITWG) 26-ე ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს.

„შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მაიკლ ქერიმ და მარია ვალენიუსმა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობები და რეაგირების მექანიზმები, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მიმოიხილა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია.

კონფერენციის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკურ სამუშაო ჯგუფს სიმპოზიუმის საქართველოში ჩატარებისა და ბირთვული ექსპერტიზის მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის.

სიმპოზიუმში სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე ექსპერტმა და მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ბირთვული ექსპერტიზის შემდგომი განვითარების აქტუალური საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის კვლევის თანამედროვე მეთოდები და მიდგომები.

სიმპოზიუმი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისა (DoE) და ევროკომისიის კვლევითი ცენტრის (JRC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა