გიორგი ამილახვარმა საბერძნეთის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ელჩთან საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების მეტად გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარის თქმით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ქართული დიასპორისთვის.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით“, - აღნიშნულია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება