ირაკლი კობახიძე - ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში - სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე

ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.

„სააკაშვილი სიმულიანტობდა 600 დღის განმავლობაში და სამწუხაროდ, ამ სიმულაციას ფართო მხარდაჭერა ჰქონდა უცხოელების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ამ სიმულაციას და ტყუილებს, ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას. ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი, მისი კონსილიუმის წევრები და ა.შ. საკმაოდ ფართოა ამ ადამიანების წრე. 600 დღე გვიმტკიცებდნენ, რომ ეს კაცი ყოველ დღე კვდებოდა. ალბათ, იცით სპექტაკლი ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. როდესაც ასეთი აბსურდის ავტორის პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის