ირაკლი კობახიძე - საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ნათელი და გაცხადებულია, ამას საზოგადოება ხედავს

საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ნათელი და გაცხადებულია, ამას საზოგადოება ხედავს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნისთვის სავაჭრო-ეკონომიკურ პრიორიტეტები მნიშვნელოვანია.

„საზოგადოება ხედავს, რა არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ეს არის ნათელი და გაცხადებული. ძალიან მკაფიოა ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ პრიორიტეტებს, ჩვენთვის ესეც მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი პოზიცია და საზოგადოება ხედავს. სხვა თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს, განაცხადა, რომ „საქართველო სავსეა დასავლეთის დაპირებებით და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე“.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას