IDU-მ (საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი) მ მიიღო ორი რეზოლუცია. პირველი შეეხება კონკრეტულად მიშა სააკაშვილს, ნიკა გვარამიას და პოლიტპატიმრებს. მეორე რეზოლუცია კი არის შვედი პარლამენტარების - IDU ითხოვს პუტინის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციაში პოლიტპატიმრებს გათავისუფლების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზეა საუბარი.
„IDU-მ მიიღო ორი რეზოლუცია. პირველი შეეხება კონკრეტულად მიშა სააკაშვილს, საქართველოში არსებულ სიტუაციას, პოლიტიკურ პატიმრებს, ისევე როგორც ნიკა გვარამიას და ლაზარეს. რეზოლუცია შეეხება მათი გათავისუფლების აუცილებლობას და მნიშვნელობას.
ყველამ, მათ შორის მიშა სააკაშვილმა თვითონ იცის როგორ გამოასწოროს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს არის პირველი რეზოლუციის სულისკვეთება. მეორე რეზოლუცია ჩვენმა კოლეგებმა შემოიტანეს, დააინიციირეს შვედმა პარლამენტარებმა, რომელიც შეეხება პუტინის ყველა პოლიტიკურ პატიმარს. მიშასთან ერთად აქ შედიან რუსი და ბელარუსი ოპოზიციონერები. ამ რეზოლუციითაც IDU ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.