წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. რიგით 79–ე მაღაზია საბურთალოზე, ვ.დოლიძის #1 -ში დღეს, 21 ივნისს გაიხსნა. ახალი ფილიალი მომხმარებლებს ყოველდღე 10:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება.
„ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ მათთვის მომხმარებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ახალი ფილიალის გახსნაც და მისი მდებარეობის შერჩევაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა.
სხვა ფილიალების მსგავსად, ახალი მაღაზია მომხმარებლებს ქართული, ნათარგმნი და უცხოური ლიტერატურის პარალელურად, საკანცელარიო ნივთებსა და სხვადასხვა სახის სასაჩუქრე პროდუქციას შესთავაზებს.
ამ დროისთვის „ბიბლუსი“ საქართველოში წიგნის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია, რომლის ისტორიაც 15 წლის წინ ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო. იოსებიძის ქუჩაზე მდებარე პირველი მაღაზია ისევ არსებობს და ისე დღემდე მომხმარებლებისთვის საყვარელი ადგილია.
გარდა აღნიშნულისა, ბაზარზე უკვე არსებობს „ბიბლუსის“ ორი ფრენშაიზ მაღაზია, რომლებიც ასევე წარმატებით ოპერირებს და ყოველდღიურად ემსახურება ერთგულ თუ ახალ მომხმარებლებს.
(R)