დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროსა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ინგა ზილიენეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიცირებისა და ენერგეტიკის რეგულირების საკითხები.

„დავით ნარმანიამ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, განახლებადი ენერგიების პოტენციალსა და ხელშემწყობ საინვესტიციო მექანიზმებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლზე ენერგეტიკის სექტორის ეფექტიან რეგულირებაში.

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლიეტუვის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება