ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ აქციას მართავენ, საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
მაღაროელების მოთხოვნები 14 პუნქტისგან შედგება.
ანაზღაურების მატებასთან ერთად, მოთხოვნებს შორის არის შვებულებით სარგებლობის უფლება, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე გაკონტროლება, დაზღვევის პირობების გაუმჯობესება, სანატორიუმით სარგებლობის საშუალება, ბიულეტენით სარგებლობის დროს ხელფასის სრულად ანაზღაურება, საკვები ულუფის გაუმჯობესება, ტექნიკის გაუმჯობესება, განახლება ან შეცვლა და ა.შ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წინ ჭიათურის მაღაროში დასაქმებული ადამიანების აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, შიმშილობას კი 4 ადამიანი აგრძელებს.