ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ვიცე-ჩემპიონი პორტუგალიის გუნდი 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ პირველი გოლი 37-ე წუთზე გაიტანა, გოლის ავტორი გიორგი გაგუა იყო.
მეორე გოლი საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმშივე გაიტანა. საბა საზონოვმა ანგარში 2:0 45-ე წუთზე გახადა.