ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო. აღნიშნული მატჩით უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა